სასამართლომ ტელეკომპანია „იბერია-TV“-ს თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას ყოფილი თანამშრომლებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია „,იბერია-TV“-ს ყოფილი თანამშრომლების სარჩელი შპს „,იბერია TV“-ის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „,იბერია TV“-ს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შრომით და არა ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებებს და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს