18-29 მარტს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ გაიმართება

18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ჩატარდება. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ 18 მარტს გაიხსნება.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სწავლებაა და ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში და 2016 წელს ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტებზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან“ (JTEC) ერთად უხელმძღვანელებს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC) უწევს.

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დროს სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ სწავლებაში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი). სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

სულ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

18 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

28 მარტი - საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, პრესკონფერენცია - JTEC.

სწავლების განმავლობაში 18-დან 28 მარტის ჩათვლით JTEC-ში იფუნქციონირებს მედიაცენტრი.მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 11-დან 15 მარტის ჩათვლით 16:00 საათამდე. ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი ,მედიასაშუალების დასახელება პოზიცია ,ტელეფონის ნომერი,ელ-ფოსტა,პირადი ნომერი. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66. igurgenidze@mod.gov.ge სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა