თბილისში 12 მარტს ღონისძიება „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმართება

გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხვალ, 12 მარტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საქართველოს საფონდი ბირჟა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality) თბილისში უმასპინძლებენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ყოველწლიური ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში და ხელი შეუწყოს კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიურ და გენდერულად თანასწორ გარემოს შექმნას.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მსოფლიო მასშტაბით მეხუთედ, თბილისში კი მეორედ ჩატარდება. მას კერძო სექტორის, მთავრობის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან. ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მეორე წელია დახმარებას უწევს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა