დენის დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავებული 9 წლის მოზარდი ფოთის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა, კვლევა და სასწრაფო წესით გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში,“- აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: უბედური შემთხვევა ფოთში: 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო