ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი, სიმბოლური თანხის - 1 ლარის გადახდას მოითხოვს.

სასამართლო სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სამეფო ოჯახის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეული იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები - როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებაში სამეფო სახლის წარმომადგენლად თავს მხოლოდ იმ მიზნით ასაღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.

„ის სინამდვილეში არ წარმოადგენს ბაგრატიონმუხრანელთა იმ შტოს, რომელიც მართავდა ქვეყანას. ამას ყველა ისტორიკოსი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, ვითხოვთ აღიკვეთოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენება, ამ დავის თავისთავადობიდან გამომდინარე, კანონით ზუსტად ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არსებობს მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, რომლებიც კრძალავს სახელის უფლების გამოყენებას. ამაზე გაჩუმება იქნება უდიდესი დანაშაული, როგორც საქართველოს მეფეების სულების წინაშე, რომელთა გარკვეული ნაწილი წმინდანებადაც არის შერაცხული, ისე პატარა უფლისწული გიორგის წინაშე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, ის სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა და როგორ შეიძლება მან საქართველოს სამეფო სახლის სახელით ასე ისარგებლოს? ჯილდოები გასცეს?“- აღნიშნა ლევან გორელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მოპასუხე მხარის უფლებადამცველი ლევან ჩხეიძე კი მოსარჩელე მხარის სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდება.

„მთავარი ნონსენსი ამ სარჩელის არის ის, რომ მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არსად მათი სახელი არ გამოუყენებია. როგორც ვიცით, სახელი შედგება სახელისა და გვარისგან, ასე წერია კანონში. მათი სახელებია ანა და ნუგზარი და არა საქართველოს სამეფო სახლი. რაც შეეხება იმას, რომ ისინი ითხოვენ აეკრძალოს ჩემს მარწმუნებელს სამეფო სახლის წარმომადგენლის სახელით სარგებლობა, ასეთი სტატუსი საქართველოში ამჟამად არსებული სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით ოფიციალურად არც არსებობს“,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი - ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა