ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ხვდებიან

დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა კანონპროექტია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს ეხება. ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა და ამ ინიციატივის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენ მომავალ თაობას ჰყავდეს გამორჩეული, ძალიან ღირსეული და სანდო მოსამართლეები და ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმაში ჩვენთან ერთად მუშაობდა და ამ ინიციატივის მომზადების დროსაც ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება ეს მხარდაჭერა, ამიტომ გვინდა სწორედ ამ პროცესსზე ვესაუბროთ ელჩს და ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდეს ამ ინიციატივას, რადგან კობახიძის და მისი ჯგუფის მიერ ინიცირებულ პროექტში არ მოხდა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ჰქონდა ევროკავშირს მომზადებული. ჩვენთვის ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო