ზვიად კვაჭანტირაძე - შევეცდებით, რომ ევროკავშირის ელჩისგან წამოსული მესიჯები ადეკვატურად აღვიქვათ და გავაანალიზოთ

დიპლომატიურ ენას თავის გამგები სჭირდება, ჩვენ შევეცდებით, რომ ელჩისგან წამოსული მესიჯები ადეკვატურად აღვიქვათ და გავაანალიზოთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ელჩს გააცნოს საკუთარი და თანამოაზრეების ხედვები.

„ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს გავაცნოთ ჩვენი ხედვები ქვყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჩვენი ხედვები კონკრეტულად მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და ჩვენი ამოცანების შესახებ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც არსებობს ამ სისტემაში. ელჩმაც ინტერესი გამოთქვა, მას აქვს დიდი სურვილი, რომ მიიღოს ინფორმაცია ჩვენგან“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე ხვდებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო