ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი გამოიყო

ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი მოეწყობა. საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა, რომლის თანახმადაც ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავმჯდომარე ივანე გრიგოლაშვილმა და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გოხელაშვილმა მოაწერეს.

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებასა და პოტენციალზე იმსჯელეს. ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 250,000 ლარს, საიდანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მხარდაჭერით მიმდინარე ENPARD პროექტის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი გრანტის ოდენობა წარმოადგენს 150,000 ლარს, ხოლო დარჩენილი 100,000 ლარის გამოყოფა განხორციელდება „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო“ პროექტის ფარგლებში.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) „პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გ ავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს