ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, მირზაანში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიესალმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ დაწესებულებებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ამ მიზნით, დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მირზაანს, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმს, ყველა მოწვევის ქალი პარლამენტარების შეხვედრა იმართება. სასიხარულოა, რომ ჩვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს, სადაც ძირითადად ბოლო საუკუნის მანძილზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ისტორიას მიმოვიხილავთ და ასევე ვისაუბრებთ იმ უნიკალურ ტრადიციაზე, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის ქალთა მონაწილეობას ეფუძნება. ბუნებრივია, რჩება გამოწვევები, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობა და წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ ეს მიზნები ეტაპობრივად იქნება მიღწეული “, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები სიტყვით გამოვიდნენ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნილი პირველი დამფუძნებელი კრების საქმიანობაში ქალ პარლამენტართა მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა