ირაკლი კობახიძე - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია

ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდის განახლების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, მედია საშუალებებით პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებებია, რაც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება.

„მედიასაშუალებებით ხშირად ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს რომელიმე მინისტრი გადადგომას აპირებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მინისტრები ინარჩუნებენ თანამდებობებს. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მე პირადად არ გამაჩნია და აღვნიშნავ, რომ საკითხი მთლიანად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას, მე ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდის განახლების აუცილებლობას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ეკონომიკის, განათლების და იუსტიციის სამინისტროებს. თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს თეა წულუკიანი, რომლის განცხადებითაც, რიგი საკითხების გადაწყვეტას ელოდება და თუ მისი პოზიცია გაზიარებული არ იქნება, ის „გვერდზე გადგება“. მინისტრი თეა წულუკიანი გადასაწყვეტ საკითხს მედიასთან საუბრისას არ აკონკრეტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა