მძღოლებმა ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვა დაიწყეს

ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე ამ დროისთვის მანქანის გადაღებვისა და ქიმწმენდის 65 ვაუჩერია გაცემული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს “ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.

როგორიც ტრაპაიძემ აღნიშნა, უკვე დამთავრებულია ერთი ავტომანქანის გადაღებვის პროცესი.

„გაცემულია 65 ვაუჩერი და 1 ავტომანქანა შემობრუნებულია თანხის გასანაღდებლად, ანუ უკვე დასრულებულია მისი გადაღებვის პროცესი. ჩვენ ვერ ვხედავთ როდის იწყება ამა თუ იმ ავტომანქანის გადაღებვის პროცესი. მხოლოდ იმას ვხედავთ, როდის ბრუნდება გადაღებილი ავტომანქანა, გვბარდება მიღება-ჩაბარების ფორმა და გადავრიცხავთ გადაღებვის თანხას სერვის-ცენტრისთვის. რაც შეეღება რეკლამის განთავსების პროცესს, გადაღებვის შემდეგ შეგვიძლია განვათავსოთ რეკლამა, თუმცა, გადაღებისთანავე მანქანაზე რეკლამის განთავსება ავტომატურად შეიძლება არ მოხდეს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, რომლებიც თანახმა არიან საკუთარ სატრანსპორო საშუალებაზე რეკლამა განათავსონ, ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის ღებვის ვაუჩერის მიღება 5 სერვისცენტრში შეუძლიათ.

„ვაუჩერის მისაღებად მძღოლებს შეუძლიათ მიმართონ 5 სერვისცენტრს კონკრეტულ მისამართებზე. კერძოდ: ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი), ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვისცენტრი). პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მძღოლმა სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს ტაქსის ლიცენზია - მომსახურების ნებართვა, რომელიც გაცემულია 2018 წლის 11 ოქტომბრამდე; ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და მძღოლის პირადობის მოწმობა. მანქანების გადაღებვა ვაუჩერების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოხდება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსის რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ. მერიის პირობების თანახმად, ტაქსით მომსახურების გაწევა მხოლოდ 5-კარიან და მარცხენასაჭიანი ავტომობილებს ექნებათ, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეს ტაქსის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაცია და ტექდათვალიერება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით