ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, იუსტიციის საბჭოშია დაწერილი

პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია დაწერილი, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უმრავლესობის წევრების მიერ მოსამართლეთა განწესების საკითხზე წარდგენილი ინიციატივა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია დაწერილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი ღია პროცესი ევროპულ ქვეყნებშიც კი არ მოიძებნება.

„ეს არის კანონპროექტი, რომელიც აწესრიგებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესებას, არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭირვალე პროცედურა. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ეროპულ ქვეყანას, სადაც ასეთი ღია და გამჭვირველა პროცედურაა მოსამართლეთა განწესებისათვის. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ ვისი დაწერილია ეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტს გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი წარედგინა. ერთი პროექტი, რომლის ინიცირებაც ბიუროს სხდომაზე მოხდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უმრავლობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზადებული. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ეკა ბესელიას შეფასებით, კანონპროექტი რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არის წარდგენილი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია შედგენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს