გიგი წერეთელი - თუ ამას პოლიტიკური ნიადაგი არ აქვს, მაშინ დავით კირკიტაძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

თუ ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, თუ ამას პოლიტიკური ნიადაგი არ აქვს, მაშინ დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს მათ დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოლოდინი აქვთ.

„სასამართლომ წინა სხდომაზე მოითხოვა, რომ ვინც თავდებში არიან, ისინი დარბაზში ყოფილიყვნენ. ამიტომ, ჩვენ ჩამოვედით. ყველანაირი ლოგიკა გვეუბნება, თუ ეს არ იქნება მართული პროცესი და ზეწოლა სასამართლოზე, რომ კირკიტაძე პატიმრობაში დარჩეს, დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს. გარდა დეპუტატებისა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი მის თავდებობას.

პრობლემა ისაა, რომ დისპროპორციულია ეს გადაწყვეტილება. იყო დარღვევა, იყო არასასიამივნო ფაქტი პოლიტიკოსის მხრიდან, მაგრამ ამას წინ უძღოდა სხვადასხვა მიზეზები. რაღაც შემთხვევაში, შეიძლება დეპუტატი სცემონ უმოწყალოდ, მაგრამ დაჯარიმდნენ 100 ლარით. რა უსიამოვნებაც მოხდა პოლიციელთან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, პოლიტიკოსს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს, მაგრამ არსებობს ზღვარი. თუ ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, თუ ამას პოლიტიკური ნიადაგი არ აქვს, მაშინ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს. გამოძიება გაგრძელდება, თუ რამე გამოსაძიებელი დარჩება", - განაცხადა წერეთელმა.

გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო