ნიკა მელია - გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს

გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას შეუცვლის.

„ხედავთ რა რაოდენობის, ასობით პოლიციელი ჰყავთ მობილიზებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში. ამ რაოდენობით თუ ვიხელმძღვანელებთ, არავინ აპირებს კირკიტაძის გარეთ გამოშვებას. ამით ხაზს უსვამენ შემდეგს: მინდა გამოვუშვებ, მინდა დავტოვებ. ის არგუმენტი, რომ თითქოს, კირკიტაძე მიიმალება და საზღვარგარეთ შეაფარებს თავს, ვის სჯერა ამის, გარდა „ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებისა? როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ადამიანი, ვინც კირკიტაძეს არ უშვებს და ეს არ არის მოსამართლე, ეს არის გახარია, აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს.

ძალიან კარგად აცნობიერებს გახარია, თუ რა ძალა არის დათო კირკიტაძე ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. თუ მოხდა რამე საოცრება და მოსამართლემ რაღაცნაირად თავი დააღწია გახარიას წნეხს, გამიხარდება", - აცხადებს მელია.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, რომან გოცირიძე და სხვები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა