სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოყვა. ისინი ბესიკ ტაკიძის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიღო. საქმის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან გადაწყვეტილება გუშინ ვერ გამოაცხადა, ვინაიდან მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს კიდევ ერთხელ გადახედა.

ბუტა ანთაძე ზაფხულში, სოფელ მუხაესტატეში თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო