გია ვოლსკი ბესელიას ინიციატივაზე - ეს გამონათება დეპუტატების, პრესინგი, გარკვეული პოლიტიკური პოზიციაა და ყველას მოვუწოდებ, იფიქროს სახელმწიფოზე

ეს გამონათება დეპუტატების, პრესინგი, გარკვეული პოლიტიკური პოზიციაა და ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში იფიქროს სახელმწიფოზე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი, ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას ახალ ინიციატივას, რომელიც უზენაეს და საერთო სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განწესებასა და უკვე განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერებას ეხება. გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით განახორციელა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და იმ სტანდარტებს პასუხობს, რომელსაც პარტნიორები საქართველოსგან მოითხოვენ.

„მთავარი ამოცანაა სტაბილურობის შენარჩუნება და ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც სერიოზულ ფილტრს დააწესებს უზაენაესი სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე. ეს კეთდება იმ სტანდარტით, რომელსაც მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს გამონათება დეპუტატების, პრესინგი, გარკვეული პოლიტიკური პოზიციაა და ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, იფიქროს სახელმწიფოზე“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს