გიგი უგულავა დავით კირკიტაძის პროცესზე - მოსამართლეს დღეს შანსი აქვს, სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს

მოსამართლეს დღეს აქვს შანსი, სამართლებრივ სივრცეში და ჯანსაღი აზრის ფარგლებში დაბრუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დარჩეს.

„სამართლებრივად ეს აბსურდია, პროკურატურაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მან იმთავითვე არაადეკვატური მუხლი წაუყენა პოლიტიკურ აქტივისტს, რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ მას წაყენებული აქვს მუხლი, რომელსაც ყაჩაღობის დროს, პოლიციელს ავტომატს რომ ესვრიან, მაშინ იყენებენ.

წინა პროცესზე მოითხოვეს ყველა თავდები პირის მოსვლა, დღეს ეს ყველა პირი მოსულია, ამიტომ ახლა ოდნავი სახის შენარჩუნების შესაძლებლობა აქვთ. მაქვს თუ არა იმედი, ვერ გეტყვით, რადგან სასამართლოს, პროკურატურის, "ქართული ოცნების" და ხელისუფლების იმედი საზოგადოებას აღარ აქვს", - განაცხადა უგულავამ.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ბრალდების სისხლის სამართლოს საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავდებში მდგომი პარლამენტის წევრები ესწრებიან.

მათ შორის არიან: გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა, რომან გოცორიძე, გიგი წერეთელი, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირმა ნადირაშვილი, გიორგი კანდელაკი, თინა ბოკუჩავა და სხვები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა