თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი შეიძლება იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც

იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა მისი გადადგომის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კახიშვილმა ჩაიბაროს. თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედვად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება, ვინაიდან მისი შეფასებით, მმართველი პარტია სიკეთისკენ მიმართული ძალაა.

„სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მე მჯერა ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებს შიგნით ან არ აკრიტიკებს, მაგრამ ეს არის ძალა, რომელიც სიკეთისკენ არის მიმართული. მე ამათ მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თუ არა თანამდებობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი ვიხილოთ, წულუკიანი პასუხობს: „რატომაც არა, შეიძლება იყო კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც“.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება