პრეზიდენტი მოსახლეობას საქართველოს დამფუძნებელი კრების მეასე წლისთავს ულოცავს

პრეზიდენტი საქართველოს ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:00 საათზე და 12 წუთზე, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით, მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, არამედ ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შეფასებაში და რაც მთავარია, იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მოისწრაფიშვილმა ჩამოთვალა დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები და ხაზი გაუსვა, რომ მათი მონაწილეობა დამფუძნებელ კრებასა და კონსტიტუციის შემუშავებაში დღემდე შთამბეჭდავი ფაქტია საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის.

"კიდევ ერთხელ გვინდა გავაჟღეროთ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი და ელეონორა ტერ ბარსეგოვა-მახვილაძისა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიამ ჩხეიძეც - სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო