მამუკა მდინარაძე ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილ წერილზე - შაბლონურ ფრაზად იქცა, მაგრამ უნდა ვთქვა, ჩვენ გვაქვს ფარატინა ქაღალდი

შაბლონურ ფრაზად იქცა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ჩვენ გვაქვს ფარატინა ქაღალდი, - ამ სიტყვებით შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი წერილი.

„გვაქვს ფარატინა ქაღალდი, რომელთან დაკავშირებითაც ატყდა აჟიოტაჟი და მთავარი თემები დარჩა გვერდზე. ეს იყო მთავარი თემის გვერდზე მიწევის და გადაფარვის მცდელობა და გარკვეულწილად გამოვიდა კიდეც, მაგრამ ამ ფურცლით ჩვენ ვერაფერზე ვილაპარაკებთ. ჩვენ რეალურ და ობიექტურ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, რაც არ უნდა კრიტიკულები ვიყოთ. ხალხს ვერ შევიყვანთ შეცდომაში. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიტიკოსები, ჩვენი ოპონენტები სარგებლობენ ამ ფურცლით და ისე ლაპარაკობენ თითქოს ეს იყოს ერთადერთი და უალტერნატივო დოკუმენტი“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უმრავლესობა თავადაც დაინტერესებულია გამოძიების პროცესით.

„ჩვენც შეიძლება მოვთხოვოთ გამოძიებას ზოგიერთ დეტალზე პასუხის დროული გაცემა, იმიტომ რომ ეს მათი ვალდებულებაა და ძალიან ხშირად პოლიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდებიან იმ კითხვების გამო, რომელზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად გავაკონტროლებთ პროცესს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა