მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი

საქართველოში ახალი ინსტიტუტი და ახალი კულტურა ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიაციის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად პროცესის ხანგრძლივობას მიიჩნევს, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. რა თქმა უნდა, მედიაციის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და შესაბამისად, ეს ზოგადად აისახება, რომ საქართველოში დავების გადაჭრა მოხდება მაქსიმალურად მოკლე დროში. ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის აქვს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ შარაშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟთან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თბილისი გახდეს რეგიონული ცენტრი არბიტრაჟის თვალსაზრისით. დღევანდელი ინიციატივით, არბიტრაჟს დაემატება მედიაცია. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და შესაბამისად, რეგიონალური ცენტრი, რომელიც ამავე დროს არის წინაპირობა, რომ საქართველო იყოს რეგიონში ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო