ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მცირე მთავრობის შესახებ და ამ გადაწყვეტილების ერთგული ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მცირე მთავრობის შესახებ და ჩვენ ვართ ერთგული ამ გადაწყვეტილების. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა, როდესაც წარვადგინეთ მცირე მთავრობის კონცეფცია და განვსაზღვრეთ ჭერი - 3.9% მთლიანი შიდა პროდუქტიდან, რომელიც უნდა მოხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენახვას გადამხდელების მხრიდან. ჩვენ ვრჩებით ამის პრინციპულად ერგული,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძე.