ირაკლი სესიაშვილი ახალწვეულის განცხადებაზე - თუ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, სამინისტრო, სამხედრო პოლიცია ადეკვატურ ზომებს მიიღებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, აცხადებს, რომ თუ კრწანისის სასწავლო ცენტრში, ახალწვეულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო პოლიცია ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

„თავისთავად ცხადია გამოძიება უნდა ჩატარდეს თუ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პოლიცია მიიღებს შესაბამის ადეკვატურ ზომებს. თუმცა ასევე გარკეული პოლიტიკური მოტივებიც გამოჩნდა. ეს არ არის ამ შემთხევაში მთავარი თემა, მთავარი თემა არის, რომ თუ ახალწვეული აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რა თქმა უნდა, ეს საქმე უნდა იქნას აუცილებლად გამოძიებული და დაისჯება კიდევაც თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის. თუმცა, ისიც ჩემთვის ერთგვარად მანიშნებელი იყო, რომ ამ ახალწვეულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და აქვე გარკვეული პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა.

ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

თავდაცვის სამინისტრომ ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის მიმართ შესაძლო ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე განცხადება გუშინ გაავრცელა.

„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ.კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

386-ე მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 181-ე მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს