მამუკა ბახტაძე „თიბისიზე“ - ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ვხედავთ მცდელობას, ძიებაში მყოფი საქმე დაუკავშირონ ანაკლიის პორტს

ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას ძიებაში მყოფი საქმე, რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას და მასში პიროვნებების მონაწილეობას შეეხება, დაუკავშირონ ანაკლიის პორტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა რჩება იმ მოდელის ერთგული, რომლის მიხედვითაც მსგავს პროექტებს კერძო სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას ძიებაში მყოფი საქმე, რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას და მასში პიროვნებების მონაწილეობას შეეხება, დაუკავშირონ ანაკლიის პორტს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება დაიწყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით და ის გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ისეთი მხარდაჭერით, რაც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებაში მხარდაჭერას. ჩვენ ამ მოდელის ერთგული ვრჩებით. ვფიქრობთ, რომ ანაკლიის განვითარებისთვის საუკეთესო გახლავთ კერძო სექტორის მიერ ამ იდეის რეალიზაცია,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს