საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და „კარფურის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და კომპანია "კარფურის" თანამშრომლობით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ერთობლივი აქცია გაიმართა. წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია "კარფურმა" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 30 ბენეფიციარი ქალი ჰიგიენური და საკვები ამანათებით დაასაჩუქრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ბენეფიციართა შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, რომლებიც პირადად მოინახულეს "კარფურის" თანამშრომლებმა და გადასცეს სარვამარტო საჩუქრები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის კომპანია „კარფურის“ თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვს და აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს