პრემიერი - ასი წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში

„მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო დღევანდელი დღე, დღე, რომელმაც განაპირობა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ასი წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეპოქაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ჰყავდა, ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს, რომლის მიხედვით საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის სრულუფლებიან წევრი. ჩვენ დღეს და ჩვენ თაობას აქვს ის ვალდებულება, რომ ვიყოთ იმავე ღირებულებების და ტრადიცების ერთგულები, რითაც შეიქმნა 100 წლის წინ და რომელიც გახდა მართლაც ისტორიული ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა