თორნიკე შარაშენიძე - წულუკიანის საკითხს ღარიბაშვილს ვუკავშირებ, ეს ორი კაშკაშა ფიგურა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა, მოინდომეს მისი გაშვება, მაგრამ არ წავიდა

წულუკიანის საკითხს ღარიბაშვილს ვუკავშირებ, ეს ორი კაშკაშა ფიგურა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. მოინდომეს მისი გაშვება, მაგრამ არ წავიდა, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

„მე წულუკიანის საკითხს უფრო ღარიბაშვილის ფაქტორს ვუკავშირებ, რადგან „ქართული ოცნების“ ეს ორი კაშკაშა ფიგურა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. დაემთხვა დროშიც ეს საკითხები და ლოგიკურად, ამას ვუკავშირებ. გამიკვირდა, როცა ბევრმა დაიჯერა და წასულად ჩათვალა წულუკიანი. რასაც შორიდან ვუყურებ, ეს იმ ტიპის ადამიანია, რომელსაც იოლად ვერსაიდან გააგდებ. თავისით წამსვლელი რომ არ არის თანამდებობიდან, მგონი, ნათელია. მოინდომეს გაშვება, მაგრამ ის არ წავიდა“,- განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მანამდე, მინისტრმა განაცხადა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც ის აღმასრულებელ გუნდთან ვერ თანხმდებოდა და შესაძლო იყო პოსტი დაეტოვებინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო