მიხეილ ბატიაშვილი მთავრობაში დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობის საკითხი ამ დროისთვის ამოწურულია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მთავრობის გუნდში დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობის საკითხი ამ დროისთვის ამოწურულია.

ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ გუნდში დაპირისპირებაა. აზრთა გაცვლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმაც მოგახსენათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამჟამად ამოწურულია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა