მიხეილ ბატიაშვილი - პირველ ეტაპზე სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს, ეს ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება

პირველ ეტაპზე სახელმწიფო 500-მდე ადამიანს გადაამზადებს, ეს ციფრი კი ყოველთვიურად გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, შემოდის „სახელმწიფო სერთიფიკატის“ ცნება, რაც მსურველებს საშუალებას მისცემს გადამზადების კურსი ყველაზე მინიმალური ბიუროკრატიით გაიარონ.

„გადამზადების და დასაქმების პროგრამები ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ სფეროში არსებობს კადრების დეფიციტი და დღეს შემოვიღეთ მთავრობის დადგენილებით ახალი რეგულაციები, რაც გულისხმობს დამსაქმებლების და კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას გადამზადება - დასაქმების პროცესში. ამის პრეცენდენტი აქამდე არ არსებობდა. ასევე, შემოდის „სახელმწიფო სერთიფიკატის“ ცნება, რაც ასევე არ არსებობდა აქამდე. ჩვენთან ყველაზე მინიმალური ბიუროკრატიით გაივლიან გადამზადებას. ფაქტობრივად დასრულებულია ელექტრონული პლატფორმა, სადაც უახლოესი კვირების განმავლობაში თავისუფლად შეძლებს კერძო სექტორი დასაქმება-გადამზადების პროექტებში ჩართვას. ამასთან ერთად, ჩვენ და ეკონომიკის სამინისტრომ გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც გაცილებით მეტია როგორც დეფიციტი კადრების, ასევე მოთხოვნა და სახელმწიფო ასეთ მიმართულებების დააფინანსებს. ამ პროგრამებზე სწავლა იქნება უფასო. მაგალითად, მშენებლობის და IT სფეროში ეს პროგრამები უახლოეს პერიოდში დაიწყება. უკვე მომზადებულია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში ასეთი პროგრამები, რაც ყოველთვიურად დაემატება. ამას არ ექნება სეზონური ხასიათი, ეს იქნება მუდმივად მიმდინარე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა და შეხვედრები მიმდინარეობს.

„გუშინ იყო ბოლო შეხვედრა, 50-ზე მეტი დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება კერძო პრაქტიკის მიხედვით გაიარონ სწავლება და იქვე დასაქმდნენ. პირველ ნაწილში 500-მდე ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გადამზადდნენ, ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება. ყველა ეს ინფორმაცია დამატებით გამოცხადდება. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება და რეგისტრაციის გავლაც იქნება შესაძლებელი, ასევე დამსაქმებლებიც ამავე პორტალზე განათავსებს ინფორმაციას. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში უკვე რამდენიმე მილიონი დევს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა