პროკურორი - ბრალდებულ ბესიკ ტაკიძისთვის უვადო პატიმრობას ვითხოვდით

ბრალდებულ ბესიკ ტაკიძისთვის უვადო პატიმრობას ვითხოვდით, - ამის შესახებ პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს.

მისივე განცხადებით, პოლიციელის მკვლელობა სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისას მოხდა.

„ბესიკ ტაკიძეს, რომლესაც სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობა ბრალად ედებოდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ბესიკ ტაკიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა. მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სასამართლოს განაჩენს, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს