„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი, წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს

რამდენიმე წელია, თბილისში გახსნილია ჩვენი ოფისი და წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, - ეს განცხადება „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეი ლიმ კორეის ქალაქ სუვონში, „სამსუნგის" ციფრულ ქალაქში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სამსუნგის" მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ წინადადებებს საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ“, - აღნიშნა „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა