ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატში საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბუსკეტსა და სხვა წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპულ დელეგაციასთან ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები განიხილა.

„დაწვრილებით განვიხილეთ ინდიკატორები, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ჩვენმა კომიტეტმა 2019-2021 წლებში უნდა შეასრულოს. მოგეხსნებათ, ევროკავშირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მექანიზმით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს რეფორმების განხორციელებაში. თუმცა, ამისთვის ბენეფიციარმა ქვეყნებმაც გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ, მაგალითად, გამოირჩეოდნენ მყარი მაკროეკონომიკური სტრუქტურით, საჯარო ფინანსების კარგი მართვით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობითა და კონტროლით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს