„ცხინვალის“ პრეზიდენტი - ხვალ თურქეთში ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო გაიმართება და ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ

თურქეთში დაკავებული „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ „ცხინვალის“ პრეზიდენტმა ქართლოს რუხაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის დატოვების უფლებას ფეხბურთელებს ხვალვე მისცემენ.

„ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ არის ჩანიშნული და, სავარაუდოდ, მათ ხვალვე გამოუშვებენ და ქვეყნის დატოვების უფლებას მისცემენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმე დაიხურება იმიტომ, რომ რეალურად არაფერი მომხდარა, არც პროცესი მიმდინარეობდა, უბრალოდ სასამართლოს დრო არ ჰქონდა და ამიტომ გაიწელა აქამდე. ბიჭები სასტუმროში არიან და ვარჯიშობენ. განაცხადში ისინი ჯერ არ შეგვიყვანია და დაბრუნების შემდეგ შევიყვანთ. მათ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებთ და ჩვენი გუნდის წევრები არიან", - განაცხადა ქართლოს რუხაიამ sportall.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიის სავაჭრო ცენტრში „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობაზე დააკავეს.საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ კი, დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და, საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი.

მოგვიანებით „ცხინვალის“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საკონსულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ცხინვალის“ ფეხბურთელები სასამართლოს დარბაზიდან გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა