ეკა ბესელია - „ქართულ ოცნებაში“ არ არის მართვის ჯანსაღი სტილი

თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ მოვლენებზე პარლამენტარების პოზიცია აჩვენებს, რომ მმართველ გუნდში არ არის მართვის ჯანსაღი სტილი, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დასაშვებია თუ არა, რომ მმართველ გუნდშიც არ იცოდნენ რა ულტიმატუმებზე საუბრობდა თეა წულუკიანი ბოლო დღეების განმავლობაში, ბესელიამ განაცხადა რომ უხერხულია, როცა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რომელთა მთავარი ფუნქცია მთავრობის კონტროლია, არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ.

„„აღმასრულებელი ხელისუფლება ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო აკონტროლებს და როდესაც ასეთი რამ ხდება, ასეთი კომენტარები კეთდება, რომ ჩვენ ცალკე ვართ პარლამენტი და ეს ცალკე საქმეა, ცოტა არასერიოზულად ჩანს. შენ როგორც პარლამენტის წევრმა, უნდა იცოდე, რომ ხარ მაკონტროლებელი და მთავრობაზე კონტროლია პარლამენტის უპირველესი ფუნქცია. არ ჩანდა კარგად, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, შეიძლება მართლა არ ჰქონდათ ინფორმაცია და მდინარაძემ შეიძლება მართლა ბევრი რამ არ იცოდეს, მაგრამ ასეთი კომენტარის გაკეთება, რომ ეს მთავრობის საქმეა და პარლამენტს არ ეკითხება, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრის წუხილი ჩანს და ჩანს გარკვეული უთანხმოება, ზოგადად ესეც აჩვენებს, რომ არ არის ჯანსაღი მართვის სტილი და სამწუხაროდ არ არის ეს კარგი, რაც ხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა