ეკა ბესელია - დეკემბრის ბოლოს  იმ ათი მოსამართლის სიის საკითხის შეჩერება ჩემთან გადაწყდა

დეკემბრის ბოლო კვირას იმ ათი მოსამართლის სიის საკითხის შეჩერება ჩემთან გადაწყდა, - ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. ბესელიას თქმით, მმართველ გუნდში გადაწყვეტილებები ყოველგვარი განსჯისა და კოლეგიალური ორგანოს გარეშე, ინდივიდუალურ დონეზე წყდება, რაც სამწუხარო და არასწორია.

„არ მგონია, რომ ახლა რამე შეიცვალა, ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც არ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, მაგრამ ზოგადად მართვის ის სტილი, რომელიც იყო და განსაკუთრებით, რასაც ჩვენ შიგნით ვაკრიტიკებდით და ხშირავ ვწუხდით, არ არის სწორი. გადაწყვეტილებები არ მიიღება ხშირად განსჯის და კოლეგიური ორგანოს შედეგად და ძალიან უცნაურად ხდება ხოლმე, ინდივიდუალურ რეჟიმში, არ ვიცი, შესაძლოა ორი-სამი ადამიანის დონეზე, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ პარლამენტში როდესაც ფრაქციის შიგნით ან უმრავლესობის შიგნით ვსაუბრობდით, არ ხდებოდა იქ გადაწყვეტილებების მიღება.“- განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ სად და რა ფორმატში წყდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ეკა ბესელიამ საკუთარი გამოცდილებიდან უპასუხა და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა, მმართველი გუნდის ყოფილი წევრის თქმით, ხშირ შემთხვევაში დეპუტატები კონკრეტული საკითხის გახმოვანების შესახებ ინფორმაციას მესიჯებით იღებენ.

„საპარლამენტო უმრავლესობის ნებისმიერ წევრს რომ ჰკითხოთ, სად გადაწყდა დეკემბრის ბოლო კვირას იმ ათი მოსამართლის სიის საკითხის შეჩერება, ახლა ხომ ყველა ამბობს რომ მათ შეაჩერეს, ფრაქციის სხდომაზე გადაწყდა? უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა? პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა? ვერ გიპასუხებენ. არსად არ გადაწყვეტილა, არც მესენჯერში, ჩემთან გადაწყდა ეს საკითხი მაშინ და ამას ახლა იმიტომ არ ვამბობ, რომ პერსონალური როლი გამოვყო. მე ვსაუბრობ ფორმაზე, ყველა რომ ამბობს, ჩვენ შევაჩერეთ, სად შეაჩერეს რომ კითხოთ, რა ფორმატში შეაჩერეს, ვერავინ გიპასუხებთ. ეს არის სწორედ ის არასწორი მართვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ არ შეიძლება საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტს არ ეკითხებოდე და ისე იღებდე გადაწყვეტილებებს და ვერავინ იგებდეს სად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. არ შეიძება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და ეუბნებოდე, რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო, ზოგი სიტყვასაც ვერ ცვლის და წყობაც არ იცვლება ხოლმე სამწუხაროდ, პირდაპირ ტექსტი გადმოდის, ზოგი ამას Facebook-ზე დებს და ზოგი პირდაპირ იმეორებს, არ შეიძლება ქვეყნის ასე მართვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო