ეკა ბესელია - არ შეიძლება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და  ეუბნებოდე,  რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო

არ შეიძლება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და ეუბნებოდე, რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო, ეს არის სახელმწიფოს მართვის არასწორი ფორმა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მისი ყოფნის დროს გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ დონეზე, კონკრეტული სუბიექტების მიერ გაგზავნილი მესიჯების საფუძველზე მიიღებოდა.

„მმართველ გუნდში გადაწყვეტილებები ხშირად განსჯის და კოლეგიური ორგანოს განხილვის გარეშე მიიღება. არ მგონია, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც არ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რამე შეიცვალა. არ შეიძლება საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტს არ ეკითხებოდე და ისე იღებდე გადაწყვეტილებებს და ვერავინ იგებდეს სად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. არ შეიძლება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და ეუბნებოდე რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო, ზოგი სიტყვასაც ვერ ცვლის და წყობაც არ იცვლება ხოლმე სამწუხაროდ, პირდაპირ ტექსტი გადმოდის, ზოგი ამას Facebook-ზე დებს და ზოგის პირდაპირ იმეორებს, არ შეიძლება ქვეყნის ესე მართვა. სწორედ ეს არის სახელმწიფოს მართვის არასწორი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს