დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიდგა რობერტ სტურუას სპექტაკლი-"ბედი ქართლისა".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი -კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია,რომ ზუსტად 100 წლის წინ - 1919 წლის 12 მარტს პირველად შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც თავისი შემადგნელობით, შინაარსით და ორწლიანი საქმიანობით, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ეპოქის მსოფლიო დემოკრატიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს