რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - სამართალდამცველებმა „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელიც ტერაქტს გეგმავდა

რუსეთში, სამარას ოლქში სამართალდამცველებმა „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელიც ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 13 მარტს, ღამით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ინფორმაცია მიიღო შეიარაღებულ მამაკაცზე, რომელიც სოფელ ეკატერინოვკას ერთ-ერთ კერძო სახლში იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს ჩაბარება მოსთხოვეს, თუმცა მან საპასუხოდ ცეცხლი გახსნა და სამართალდამცველებს ხელყუმბარა ესროლა. ФСБ-ს თანამშრომლებმა ის ადგილზე გაანადგურეს.

ტერორისტის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. წინასწარი ინფორმაციით, ის ტერაქტს გეგმავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს