კახა კალაძე - დღეს, 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი

20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - დაკანონება, როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ ამ ფართების დაკანონებას. ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით ეს ბედნიერება და შესაძლებლობა. დღეს დაახლოებით 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი. 18 ოჯახი ცხოვრობს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთი ოჯახი - ვარკეთილის მიკრორაიონის მესამე კორპუსში და ერთ ოჯახი - ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში. გულწრფელად მინდა, მივულოცო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო