მიხეილ ბენიძის შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, პრობლემების აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, არსებული პრობლემების აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

ბენიძე ამ კონტექსტში აქცენტს ინტერესთა კონფლიქტსა და ასევე, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესებაზე აკეთებს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერესთა კონფლიქტია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონკურსში მონაწილეობას ეხება. ეს არის სერიოზული პრობლემა, მით უფრო საბჭოში და სასამართლოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, კობახიძის წარმოდგენილი პროექტით მოსამართლეების გარედან შესვლას ექმნება ბარიერი საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესების სახით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ბენიძემ.

ბენიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგი მოსაზრებები და შენიშვნები, ასახულია დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტში და პროექტის ეს ვარიანტი მათთვის უფრო მისაღებია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე დეპუტატებს ხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა