ეროვნული სატყეო სააგენტო დაბა სურამში სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, დაბა სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაზიანებულ მუხნარ კორომში, მიმდინარე სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოვლინდა მავნებელი (მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფორთლის რწყილი), ასევე, დაფიქსირდა მუხის ინტენსიური ხმობა და ზეხმელი მუხის ხეები.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ 3,3 ჰა ფართობისათვის მომზადებულ იქნა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 80-მდე დაზიანებული ხე-მცენარის მოჭრას და ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისა და ტყის გაშენების ღონისძიებებს.

ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები უკვე განხორციელდა და უახლოეს მომავალში ნერგების დარგვის ღონისძიებები დაიწყება.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე ფართობზე 6000 ცალი მუხისა და იფნის სტანდარტრული ნერგი დაირგვება, რომლებიც სააგენტოს ტყის დროებით სანერგეებშია გამოყვანილი“, -აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს