პროკურორი - ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ორი პირის მიერ განხორციელდა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა

ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ამ ორი პირის მიერ განხორციელდა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დააკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. როგორც ნადირაძე განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვაში იმ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც მსჯავრდებული გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობას ადასტურებს.

„ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც ცალსახად ამხელს მსჯავრდებულებს მათ მიერ განხრციელებულ დანაშაულში.

მტკიცებულებათა ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს ორივე მსჯავრდებულის დანაშაულებრიობას, რაზეც ბრალდების მხარე ყურადღებას გაამახვილებს. როგორც კალანდიას ჩვენება, ასევე სხვა პირების ჩვენებები მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს ის ამ კონკრეტული სიახლის სამართლის საქმეში", - განაცხადა ნადირაძემ.

პროკურორი მტკიცებულებებს და მათ შორის, ძმები კალანდიების ჩვენებებს სანდოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ის სასამართლომ უნდა გაიზიაროს.

სასამართლო სხდომას ესწრება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა