ნუკრი ქანთარია - კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ მოსამართლეობის კანდიდატი თავის თავს არ მისცემს ხმას

კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ კანდიდატი თავის თავს არ მისცემს ხმას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. ქანთარია არ ეთანხმება ეკა ბესელიას შეფასებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი რეალურად იუსტიციის საბჭომ დაწერა. ქანთარიას მოსაზრებით, ირაკლი კობახიძის კანონპროექტი შესაძლოა, თავად იუსტიციის საბჭოს წევრებსაც არ მოსწონდეთ.

„მე მგონია, რომ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ვერც ერთი კანონპროექტი კულმინაცია ვერ გახდება. კულმინაცია იქნება მაშინ, როდესაც მოსამართლეთა სიები გადმოვა პარლამენტში და თითოეულის საკმაოდ საფუძვლიანი განხილვა იქნება. მე მგონი, იუსტიციის საბჭოს წევრებსაც არ მოსწონთ პირობითად კობახიძის კანონპროექტი. კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება იდეალური არ არის, უმრავლესობის შეხვედრაზე მეც მქონდა გარკვეული პრეტენზია და მერე შევჯერდით იმაზე, რომ კანდიდატი თავის თავს არ მისცემს ხმას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება ამავე საკითხზე ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ მას მხარს არ დაუჭერს. მისი შეფასებით, ბესელიას კანონპროექტით მოსამართლეობის კანდიდატთა რაოდენობა იქნება საკმაოდ დიდი, რომელთა განხილვაც, მისი თქმით, პარლამენტისთვის უსასრულო იქნება.

„საბჭოს ზოგიერთი წევრი არც ბესელიას კანონპროექტზე არ არის აღფრთოვანებული. როდესაც ეკამ წარადგინა ეს კანონპროექტი, ჯერ კიდევ უმრავლესობაში ყოფნისას, მაშინვე ვთქვი, რომ პირველ პუნქტში ვერ დავეთანხმებოდი. ჩემთვის წარმოუდგენელია ერთ კომიტეტში წამოვიდეს კანდიდატთა ურიცხვი რაოდენობა, ვინც ტექნიკურად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და პარლამენტმა მოახდინოს მათი განხილვა. ეს შეიძლება იყოს უსასრულო,"- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა