ოთარ კახიძე - ვენეციის კომისია უნდა გაესაუბროს არასამთავრობოებს, ომბუდსმენს, ოპოზიციას და მიიღოს ინფორმაცია რეალურად რას გვთავაზობს მმართველი ჯგუფი

ვენეციის კომისია უნდა გაესაუბროს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას და მიიღოს ინფორმაცია რეალურად რას გვთავაზობს მმართველი ჯგუფი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

კახიძის თქმით, ვენეციის კომისიამ უფრო დეტალურად უნდა შეისწავლოს საქართველოს შიდა კონტექსტი.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობს ჩამოყალიბებული კლანი, რომელიც გადაწყვეტილებებს არა კანონის შესაბამისად, არამედ თავისი კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ეს კლანი უზრუნველყოფს ივანიშვილისადმი სასამართლო სისტემის სრულ მორჩილებას. ეს კლანი და "ქართული ოცნება" მუშაობენ სინქრონულ რეჟიმში. ამ კონტექტის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ნორმების ანალიზი არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ მე მექნება სურვილი, რომ ვენეციის კომისიამ უფრო დეტალურად შეისწავლოს საქართველოს შიდა კონტექსტი", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო