არჩილ თალაკვაძე თეა წულუკიანის შესახებ - პოლიტიკური სენსაციის შექმნა არ გამოვიდა და მესმის ამასთან დაკავშირებით ზოგიერთის წუხილი

პოლიტიკური სენსაციის შექმნა არ გამოვიდა და მე მესმის ამასთან დაკავშირებით ზოგიერთის წუხილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობას. არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააზუსტა, კონკრეტულად რა საკითხზე შეაჯერეს პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა პოზიციები, რის შემდეგადაც წულუკიანი მინისტრის პოსტზე დარჩა.

„ეს მთლიანად განეკუთვნებოდა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის კომპეტენციას. ამ მომენტისთვის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ამის წამოწევა ისე, რომ გაიმარჯვა ერთმა თუ მეორე მხარემ, არასახელმწიფოებრივი მიდგომაა საქმესთან. მთავარია, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება და მთავრობა იღებს, იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის. ამ ტიპის ათეულობით საკითხი ყოველდღიურად არის მთავრობის დღის წესრიგში და როგორც წესი, მთავრობა ვალდებულია ამ საკითხებზე იმუშაოს. არც პრემიერ-მინისტრს, არც მთავრობის რომელიმე წევრს არ აქვს იმის პრობლემა, გუნდში განსხვავებული პოზიციები მოისმინოს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. აქედან პოლიტიკური სენსაციის შექმნა არ გამოვიდა და მე მესმის ამასთან დაკავშირებით ზოგიერთის წუხილი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა