ირაკლი კობახიძე საბერძნეთის და ყახაზეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისს და ყახაზეთის რესპუბლიკის ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალურ საკითხებს.

ელჩმა ირაკლი კობახიძეს საბერძნეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის, რაც უნდა შენარჩუნდეს.

ყახაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა. ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეების შეფასებით, არსებობს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის კიდევ უფრო გაზრდის პოტენციალი.

საუბარი შეეხო ყახაზეთში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოს, ასევე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ბაურჟან მუხამეჯანოვის განცხადებით, ყახაზეთი დაინტერესებულია ქართული გამოცდილების გაზიარებით, მათ შორის, სამართალდაცვითი სისტემის რეფორმისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო