ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ უცხოელ დიპლომატს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გარდა ამისა, ისაუბრეს ლატვია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გააქტიურებასა და მის როლზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

„ლატვია, ბალტიისპირეთის დანარჩენ რესპუბლიკებთან ერთად, დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ლატვიის, როგორც მსგავსი, პოსტსაბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის, რომელმაც უზარმაზარი რეფორმებისა და ძალისხმევის წყალობით შეძლო წარმატებულ საბაზრო ეკონომიკად ქცეულიყო“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა