სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დააყენა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არმენ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისათვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც არმენ სარგსიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა იქნას გამოყენებული ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები და ისტორიული მეხსიერება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არმენ სარგსიანს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც, განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი გააჩნია.

პრეზიდენტებმა საქართველო - სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.

მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა