ეკა ბესელიას და რამდენიმე დეპუტატის მიერ მოსამართლეების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ. როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტში სრულად აისახა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და პროექტი კონსესუსით მიღებულ შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

„კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის თაობაზე და აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ კანონპროექტის ინგლისური ვერსია მივაწოდოთ ევროპის საბჭოს, რათა მან თავად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება ევროპის საბჭოსთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა