ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი - აღნიშნული ბრალდება გამოგონილია

აღნიშნული ბრალი გამოგონილია, მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული გიორგი მერებაშვილის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში არსებული ფარული აუდიოჩანაწერი ბრალდების მხარემ უკანონოდ მოიპოვა და ის სასამართლომ დაუშვებლად უნდა სცნოს.

"დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც კანონის აბსოლუტური დარღვევით არის პროკურატურის მიერ მოპოვებული, გამოკვლეული და კანონის უხეში დარღვევით არის მასზე ექსპერტიზა დანიშნული.

ციფრული ჩანაწერი შეცვლილია და ექსპერტიზაზე სხვა დისკია წარდგენილი. თუ რისთვის გააკეთა ეს გამოძიებამ, ამის დასკვნა საზოგადიებისთვის მიმინდია", - აცხადებს ხვისტანი.

ადვოკატის განმარტებით, მერებაშვილი გამოგონილი ბრალით არის დაკავებული.

„აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულია. მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ბრალი გამოგონილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს", - აცხადებს ადვოკატი.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილია დაკავებული.

ამავე საქმეში ბრალდებულია კიდევ ორი პირი, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი თუმცა, ისინი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო